Skip links

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი საგადასახადო საკითხებში. კომპანიის თანამშრომელთა უმეტეს ნაწილს გააჩნია ფინანსური და საგადასახადო აუდიტის ჩატარების დიდი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. ,,ანდრე აუდიტი“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის გამოცდილი პროფესიონალების გუნდი მზად არის გაგიწიოთ საქმიანი მხარდაჭერა აუდიტის, საგადასახადო დაბეგვრისა, და მასთან დაკავშირებული მომსახურეობის სფეროში. ჩვენ საქმიანობას ვახორციელებთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი. ჩვენი აუდიტორული მომსახურეობითა და კონსულტაციების გათვალისწინებით შეძლებთ თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემები ეკონომიკურ საქმიანობაში. ,,ანდრე აუდიტს“ აქვს ბიზნესის თითქმის ყველა დარგში მოღვაწე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. მათ შორისაა: მშენებლობა, მრეწველობა, განათლება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, და სხვა. კომპანიის საქმიანობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ევროინს“-ში, ამდენად დაზღვეულია ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგებიც.

ჩვენი ხედვა

ანდრე აუდიტში ჩვენი ხედვაა ვიყოთ განსაკუთრებული აუდიტორული სერვისების წამყვანი მიმწოდებელი. ჩვენი მიზანია ვიყოთ სანდო პარტნიორი, რომელსაც ორგანიზაციები მიმართავენ ზუსტი და სანდო ფინანსური შეფასებისთვის.

7+

წლიანი გამოცდილება

Home
Account
Cart
Search